ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მანამდე მან სასამართლოს მიმართა:
“არ მინდა დაუშვათ შეცდომა, არ მინდა, თემიდა თვალახვეული იყოს, ნუ დაუხუჭავთ თვალს თემიდას”,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ვაჟა გაფრინდაშვილს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციისთვის ხელშეშლას ედავებოდა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.