ექიმი ჩიქოვანზე: ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მდგომარეობა საყურადღებოა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის თქმით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
“შემოყვანილია პაციენტი ქალა-ტვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, უტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი, ცოტა ხანში გავაკეთებთ კიდევ კომენტარს…
პაციენტი რჩება კლინიკაში მკურნალობის ჩასატარებლად” – ამბობს ექიმი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს 8 მაისის საღამოს სცემეს. ჩიქოვანის თქმით, თავდასხმის დროს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან მარტო იყო.