ექვსამდე გაიზარდა დნეპრზე რუსეთის სარაკეტო შეტევისას დაღუპულთა რიცხვი

გაიზარდა უკრაინის ქალაქ დნეპრზე ს სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ქალაქის საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა 3 ივლისს განხორციელდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 4 ივლისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა დაჭრილი 60 წლის ქალი. მანამდე დადასტურებული იყო ხუთი ადამიანის სიკვდილი. სარაკეტო შეტევის შედეგად დაჭრილთა რიცხვი 50-ს აჭარბებს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს 28 ივნისს, დნეპრზე სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლის ნანგრევებში. მანამდე ცნობილი იყო, რომ ამ შეტევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
4 ივლისი ქალაქ დნეპრში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ