ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მომხსენებელი – საქართველოში ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური რეპრესიები მკვეთრად იზრდება

საქართველოში ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური რეპრესიები მკვეთრად იზრდება გასული წლის არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა, კარინა ოდებრინკმა ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„არჩევნების შესახებ ოდირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა ამორჩევლების დაშინების, საარჩევნო კამპანიების დაფინანსების დისბალანსის და პოლიტიზირებული მედია პროპაგანდის შემთხვევები, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არჩევნების დემოკრატიული პრინციპების დარღვევას“, – აღნიშნა კარინა ოდებრინკმა.
მისი თქმით, საქართველოში არსებული სავალალო ვითარება ტრაგიკულ უკუსვლად რჩება, სადაც ეუთო-მ თავისი ძირითად პრინციპები არ უნდა დათმოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას