ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია ეუთო-ს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეუთო-ს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პოტენციური დარღვევების ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება არჩევნების დღემდე გამოვლინდეს.
„მოუწოდებს ეუთო-ს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბებისთვის ერთობლივად იმუშაონ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს პოტენციური დარღვევების ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება არჩევნების დღემდე გამოვლინდეს და ძირს უთხრის ხმის მიცემის დემოკრატიულ სანდოობას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგის” წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა