აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, X-ზე აქვეყნებს წერილს, რომლითაც მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას მიმართა.
„ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, – წერს უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმას მიმართავს, საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გადახედოს.
„ამ ვიზიტის ორგანიზებაში თქვენი კეთილშობილური განზრახვის მიუხედავად, ვშიშობ, გარდაუვალია, რომ „ქართული ოცნება“ არასწორად ახსნის თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო დადასტურების სიმბოლოს. პატივისცემით გთხოვთ, რომ გადახედოთ თქვენს დაგეგმილ ვიზიტს“, – აღნიშნულია წერილში.
საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი 8-10 იანვარსაა დაგეგმილი.