ეუთოს მინისტერიალზე ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

ეუთოს სამიტზე, ილია დარჩიაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქართველოს სგარაო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყება აცხადებს, რომ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს ევროპელ კოლეგებთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, იგი სიტყვით გამოვა მინისტერიალის სესიაზე. დარჩიაშვილმა მინისტერიალის ფარგლებში უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან გამართა შეხვედრა.
საგარეოს ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები.
“ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.” აცხადებს საგარეო

ასევე დაგაინტერესებთ