ეუთოს თავმჯდომარეობის სამეული საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
ჩვენ, ეუთოს თავმჯდომარეობის სამეული კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელი მედიაზე და პოლიტიკოსებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა – დაშინების, თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ჩათვლით.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები ქვეყანაში, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ამ ვალდებულებებთან წინააღმდეგობაში მოსული კანონები უნდა გაუქმდეს.
ძალადობის, ს გაყალბების, დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ თავდასხმის ყველა ბრალდება უნდა იყოს გამოძიებული და ამ დანაშაულებში მხილებულმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ეუთოს საერთო პრინციპებისა და ვალდებულებების შესაბამისად, როგორც ეს უკვე გათვალისწინებულია ჰელსინკის დასკვნით აქტში და პარიზის ქარტიაში.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ის გამოხატავს თავის მისწრაფებას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ, როგორც ეს არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში.”

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?