“ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ…” – ნიკა მელია

“ახალის” თანათავმჯდომარე მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეუძლია საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ნახევარს, მათი მხარდამჭერი პოსტები დააწერინოს და ამბობს:
ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით.
ექიმებო პაციენტებს მიხედეთ, მსახიობებო სპექტაკლი ითამაშეთ, მოცეკვავეებო იცეკვეთ, მომღერლებო იმღერეთ, ფეხბურთელებო, ბურთი აგორავეთ, ქვეყნის ბედს კი ჩვენ განგისაზღვრავთ, ამბობს მდინარაძე.
ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა.