ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში – ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით
17 ქვეყნის აგენტურისგან მკვდრადშობილი, ღირსებისგან დაცლილი წერილი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სუვერენიტეტთან, ეროვნულ ინტერესებთან, ქართველი ხალხის ღირსებასთან და ნებასთან, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი და საქართველო ჩართონ ომში, თუმცა ამას ვერ ეღირსებიან.
“17 ქვეყნის აგენტურისგან მკვდრადშობილი, ღირსებისგან დაცლილი წერილი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სუვერენიტეტთან, ეროვნულ ინტერესებთან, ქართველი ხალხის ღირსებასთან და ნებასთან.
საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ტყვია ესროლა ევროპელ ლიბერალ ფაშისტ ბიუროკრატებს და საბოლოოდ განწირულ მათ შიდა აგენტურას, ე.წ. ოპიზიციას.
ქართველი ხალხისგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმდენად აქვთ მოლოდინი მეორე პოლიტიკური ტყვიის მიღების, რომ ქვეყნის შიდა მტერი ნაცმოძრაობა ვეღარც კი ბედავს არჩევნებში მონაწილეობას.
ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში და მშვიდობის ერთადერთი პლაცდარმი და გარანტი როგორმე გახვიონ შავ კვამლში.
ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით. სულ ცოტა დარჩა თქვენი აგენტურის საბოლოოდ აკრძალვის, პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლის და ქართული პოლიტიკიდან პოლიტიკური მეტასტაზების გაქრობის.
ისღა დაგრჩენიათ თქვენებურად აღშფოთდეთ და ქართული ნიურბერგის პროცესისადმი მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლოთ. ამ გარდაუვალ და შეუქცევად პროცესს თქვენი მკვდრადშობილი წერილებით ვერასდროს წინ ვერ აღუდგებით! იცით რატომ? სიმართლე ჩვენ მხარესაა. ჩვენი საქმეებით ვემსახურებით ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს.” – წერს ლევან კოჭლოშვილი.
Previous: “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო, 17 ქვეყნის აღშფოთებულ საგარეო საქმეთა მინისტრებს პასუხობს