“ეს ჩვენი ქვეყნისთვის ფართო შესაძლებლობების კარია, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ გაცილებით მაღალი ხარისხის განათლება გვექნება როგორც სკოლებში, ასევე უმაღლესსა თუ პროფესიულ განათლებაში” – გიორგი ამილახვარი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე

განათლების მინისტრის განმარტებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განათლების სისტემის ხარისხის გაზრდას და ევროპული სტანდარტების უფრო სწრაფი ტემპით დანერგვას შეუწყობს ხელს.
როგორც გიორგი ამილახვარმა “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, სტატუსი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაცილებით მაღალი ხარისხის განათლების სისტემა იქნება როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში.
“[კანდიდატის სტატუსის მინიჭება] ხელს შეუწყობს ხარისხის გაზრდას. ის ხარისხის სტანდარტები, რომლებიც ევროპაშია, გაცილებით სწრაფად შემოვა ჩვენთან. უმაღლეს განათლებაში ეს დანერგილია, მაგრამ პროფესიულ განათლებაში და ზოგად განათლებაში ეს გაცილებით მაღალი ტემპით შემოვა და რაც მთავარია, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, გაცვლითი პროგრამები, მეცნიერებისთვის დამატებითი დაფინანსების მოზიდვა – ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ფართო შესაძლებლობების კარი. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ გაცილებით მაღალი ხარისხის განათლება გვექნება როგორც სკოლებში, ასევე უმაღლესსა თუ პროფესიულ განათლებაში, ასევე გაცილებით მეტ, ფართო შესაძლებლობას შევთავაზებთ ჩვენს სტუდენტებს, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების, გაცვლითი პროგრამების თუ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით”, – განაცხადა ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა ქართული საზოგადოების თვალში აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას

2024 წელი დავხურეთ, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ეს ყველაფერი ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის და იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა