ეს ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირადი საიდუმლოების კონსტიტუციურ უფლებას და პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას – ლევან ალაფიშვილი „ერთიანი ბაზის“ შექმნაზე

ეს ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირადი საიდუმლოების კონსტიტუციურ უფლებას და პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას – ლევან ალაფიშვილი „ერთიანი ბაზის“ შექმნაზე
„ეს ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირადი საიდუმლოების კონსტიტუციურ უფლებას და, აქედან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას“, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ლევან ალაფიშვილმა „კომერსანტთან“ ს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.
ჩვენს კითხვაზე, რამდენად დემოკრატიულია და რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას და ადამიანის უფლებებს, რომ ბაზას სადაც კონკრეტული ნიშნით გააერთიანებენ ადამიანებს, მმართველი პარტია ქმნის და არა შესაბამისი სამართალდამცავი უწყება, ლევან ალაფიშვილმა უპასუხა, რომ „რადგან კონსტიტუციით დაცულ პირადი საიდუმლოების გამჟღავნებაზეა საუბარი, შესაბამისად, კონსტიტუციის შესაძლო წინააღმდეგობაა სახეზე“.
„ამ შემთხვევაში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის პირადი მონაცემების გასაჯაროებაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, ჟურნალისტები თუკი კომენტარს გააკეთებინებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სახალხო დამცველს, რამდენადაც ეს განცხადება ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დაამუშაოს პერსონალური მონაცემები, ანუ მოიპოვოს, შეინახოს და გაასაჯაროოს, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმური მიზნისთვის და კონსტიტუციისთვის არ არის კანონშესაბამისი. ასე რომ, ეს ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირად საიდუმლოების კონსტიტუციურ უფლებას და აქედან გამომდინარე არღვევდეს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას. ამდენად მყისიერად, პრევენციული განცხადების დონეზე მაინც კარგი იქნება, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა და სახალხო დამცველმა გააკეთონ ამაზე განმარტებითი განცხადება“, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ