„ეს ქართული ინოვაციური პროგრამაა“ – რატი ბრეგაძე საპატიმროებში იუსტიციის სახლების გახსნას აანონსებს

ეს არის ქართული ინოვაცია, რომელსაც მთელს მსოფლიოში დიდი მოწონება აქვს – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნის პროგრამა, რომლის განხორციელებას უწყება აპირებს. მის შესახებ ბრეგაძემ პარლამენტში უწყების 2024 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე გაიხსნება იუსტიციის სახლები. მოგეხსენებათ, ეს არის ქართული ინოვაციური პროგრამა, რომლის შედეგადაც, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს და მსჯავდადებულებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ სრული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე და რა თქმა უნდა, იუსტიციის სახლებით სარგებლობენ ჩვენი თანამშრომლებიც.
ეს ნამდვილად უპრეცედენტო პროექტი და ქართული ინოვაციაა, რომელსაც პატიმრებისთვის სერვისების მიწოდების კუთხით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი მოწონება აქვს. დღეს, საქართველოში პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სახელმწიფო და კერძო სერვისები, იმავე გარემოში როგორც მიჩვეულია მომხმარებელი”, – განაცხადა ბრეგაძემ.
ინფორმაციისთვის, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები დღეს 10 საათიდან პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.
ს კაბინეტში ერთადერთი ცვლილებაა. ჯუანშერ ბურჭულაძე ჯერ კიდევ პარლამენტარმა ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა, რომელიც უკვე წარდგა დეპუტატების წინაშე, როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი.