“ეს ფოტო არასდროს გამომიქვეყნებია და არც ეს ამბავი მითქვამს…” – მაკა რაზმაძე

ეს ფოტო არასდროს გამომიქვეყნებია და არც ეს ამბავი მითქვამს. ჩემი ძმა გიორგი რაზმაძე ფეხბურთელი იყო-მეკარე მაშინდელი “დინამოს” ახალგაზრდულში.როგორც მისი მწვრთნელები ამბობდნენ ძალიან პერსპექტიული. სიმაღლეც ხელს უწყობდა 2 მეტრამდე იყო.
ასეთ დღეებში არ შემეძლო ეს ამბავი არ მეთქვა. რა დღეში იქნებოდა ახლა წარმომიდგენია – ფეხბურთით ცხოვრობდნენ მაშინ ეს ბავშვები… გიორგი მარად ბავშვად დარჩა, თუმცა იმ ბავშვად, რომელიც ერთ დღეში გაიზარდა მისი ბევრი თანატოლივით და ომში სამშობლოს დაცვას შეეწირა…
არ შემეძლო ეს რომ არ მეთქვა დღეს, მინდა მათაც გაიზიარონ ეს ბედნიერება რასაც ჩვენ განვიცდით.მათ, ვინც ფიზიკურად ჩვენთან აღარაა…

ასევე დაგაინტერესებთ