ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო – ძნელი წარმოსადგენი აღარ არის თუ რა ძალები გვებრძვიან

ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო – ძნელი წარმოსადგენი აღარ არის თუ რა ძალები გვებრძვიან
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას დელეგაციის ვიზიტი გადაიდო იმ დრომდე, სანამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური არ იქნება. ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო და ჩანიშნული ვიზიტი გადადო, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, , სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ძნელი წარმოსადგენი აღარ არის თუ რა ძალები გვებრძვიან შიგნით ოპოზიციის და გარედან კოლექტიური დასავლეთის სახით.
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გადაიდო იმ დრომდე, სანამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური არ იქნება.
ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო და ჩანიშნული ვიზიტი გადადო.
ამ ფონზე ძნელი წარმოსადგენი აღარ არის თუ რა ძალები გვებრძვიან შიგნით ოპოზიციის და გარედან კოლექტიური დასავლეთის სახით.
გვებრძვიან ყველა ფორმით ყველა მიმართულებით.
პოლიტიკურად,პოლიტიკის მიღმა ქუჩის პროცესებით,ზნეობრივად.
პოლიტიკური გონიერების ფასი ახლა და ამჟამად ყველაზე დიდია.
ომში ჩართვის პოლიტიკურ ულტიმატუმს უძლებს საქართველო!
მშვიდობა ქართულ სახელმწიფოს და მადლობა ქართველ ხალხს ამ მშვიდობის არჩევისათვის.
მსოფლიო საცერში იცრება და ქართული სახელმწიფო პოლიტიკურ “ნარჩენად” არ უნდა იქცეს.
ბულინგი კი რომელიც კოლექტიური დასავლეთის მიერ საქართველოსთან პოლიტიკური საუბრის ენად იქცა არის უსამართლო და უკანონო.” – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება