ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, თინა ბოკუჩავას ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და ზეწოლის შედეგად ჩაწერა ვიდეო, რომელშიც უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ ქმედებებს უკვე კამპანიის სახე აქვს, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რომ რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან, რომ გაიტაცეს და აიძულეს ბოდიშის მოხდა.
„მოდი ერთ რამეს გთავაზობთ თინა ბოკუჩავას და მის მეუღლეს ვიღაცამ მაგრად აგინოს, საშინელებები მოუგონოს, საზიზღრობები ილაპარაკოს. მერე იგივე ვიღაც გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს თქვას, რომ ბოდიშის მოხდა მას აიძულეს. აი ასეთ მდაბიო სპეკულაციებთან გვაქვს უკვე საქმე. უკვე აღარაფერი რომ აღარ დარჩენიათ, ასეთ ამბებს იგონებენ, სხვათა შორის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ერთი-ორი ვიდეო გამოჩნდა, სადაც ადამიანები ბოდიშს იხდიდნენ თავისი რაღაც საზიზღრობის გახმოვანების გამო „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლების მიმართ.
მე მგონია, რომ ეს უკვე კამპანიაა, მეტი, რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში. ახლა ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან – მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო. ახლა ამბობენ რომ ფიზიკური შეურაცხყოფა და ისე შეურაცხყოფაც არ მიუყენებიათო, ცოტა ხანში დაიწყებენ ერთმანეთისთვის დაზიანებების მიყენებს მე მგონი. დღეს თემა არ იყო არაფერი სოციალურ ქსელში და მთელი დღეა „კადიროველები“ და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ანუ, უმარტივესი დასალაგებელია. ერთ დღეს აგინე, მეორე დღეს მოუხადე ბოდიში, მერე ვიღაცის ცოლი, დეიდა ან მამიდა გამოხტება და იტყვის გაიტაცეს და იმიტომ მოიხადა ბოდიში. მარტივია ერთ დღეს ერთი უნდა თქვან მეროედ დღეს მეორე.“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია