“ეს უბრალოდ სიგიჟეა” – ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე

ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ამერიკის ჩემპიონატისა(MLS) და მექსიკის ჩემპიონატის(Liga MX) საუკეთესო თერთმეტეულები ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. მატჩში მონაწილეობაზე “ინტერ მაიამის” ვარსკვლავებმა: ლიონელ მესიმ და ჟორდი ალბამ უარი განაცხადეს, რის გამოც MLS-მა მათ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამ ყოველივეს “ინტერ მაიამის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და ზემოთხსენებული ორი მოთამაშის ყოფილი თანაგუნდელი არგენტინელი ხავიერ მასკერანო გამოეხმაურა:
“ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ლიგისთვის, თავად ამერიკული ლიგის მნიშვნელოვან თამაშებსა და სამუშაო პერიოდს არ უნდა დაემთხვეს, რადგან ჩვენ ისედაც გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და ამის ასეთ დროს დამატება უბრალოდ სიგიჟეა.
ჩვენ ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი სტუმრად გავმართეთ, ხოლო ბოლო ორ თვეში საკმაოდ გადატვირთული კალენდარი გვაქვს: თამაში თითქმის ყოველ სამ დღეში ერთხელ გვიწევს. ასე რომ, მსგავს პროექტებს მივესალმები, მაგრამ, აჯობებს, ასეთი შეხვედრები შაბათ-კვირას დაიგეგმოს, რათა ფეხბურთელებმა ფორმა სრულყოფილად აღიდგინონ და დაისვენონ.
ოთხშაბათს გამართული მატჩის შემდეგ მხოლოდ 48 საათი გავიდა და მოთამაშეებს შეხვედრების გამართვა კიდევ უწევთ, ეს კი მათთვის საკმარისი დასვენება ნამდვილად არ გახლავთ. მთავარი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ფეხბურთი მოთამაშეებს ეკუთვნით. ფეხბურთელების გარეშე არც მწვრთნელები, არც მედია და თავად ეს სფეროც არ იარსებებდა. შესაბამისად, თუ ჩვენ მათ არ გავუფრთხილდებით, ჩვენ თვითონვე დავიკარგებით.”
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულისა” და “ბარსელონას” ყოფილი არგენტინელი საყრდენი ნახევარმცველი “ინტერ მაიამის” თავკაცად 2024 წლის ნოემბერში დაინიშნა. ფლორიდას გუნდს კი წლევანდელ ჩემპიონატში სხვა გუნდებისგან განსხვავებით ყველაზე ცოტა – 21 მატჩი აქვს გამართული, 41 ქულით კი მეშვიდე პოზიციას იკავებს.
იამალის შემთხვევა რომ აღარ განმეორდეს – ცნობილია, რისი გაკეთება აუკრძალა ფლიკმა ფეხბურთელებს
1/8-ფინალში მარცხის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
სუარესი მესის თანაგუნდელი გახდა
“კარიერას ისე არ დავასრულებ, ახალ “კამპ ნოუზე” არ ვითამაშო” – არგენტინელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს
“სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად” – ილია თოფურია ლიონელ მესისა და მაიამის “ინტერის” სხვა ვარსკვლავებს შეხვდა [PHOTOS]
ხორდი ალბამ პირადი და ტურნირის რეკორდი დაამყარა [VIDEO]
“ბარსელონადან” კიდევ ერთი მცველი მიდის? – ყველაფერი ზამთარში გადაწყდება
[VIDEO] ეს რა იყო – მესის შედევრი MLS-ში
მესის მაიამის “ინტერს” ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: MLS-ის რეგლამენტი სრული სისულელეა
ხავიერ მასკერანომ არგენტინის ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა
ჟორდი ალბას გასაკვირი გარეგნული გარდასახვა
მესი შესაძლოა, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
“ნაპოლი” “ბარსელონას” მცველის გადაბირებას შეეცდება
ლიონელ მესიმ ბარსელონას ფანებს მიმართა
მესი პიკეზე ნაწყენია, ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? – “ალ-აჰლის” არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
ჩინეთში 3 თვის უკან გადასულ ხავიერ მასკერანოს კლუბის დატოვება სურს
უკვე მეოთხე – რატომ უკბინა სუარესმა მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს [VIDEO]
უეინ რუნიმ MLS-ში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
“სან ხოსეს” თავკაცი ყაზაიშვილზე: სწორედ ეს მინდოდა ვაკოსგან
TNT Sports LA-ს ჟურნალისტი: მესი და 7 არგენტინელი მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებენ
[VIDEO] მესის ულამაზესი ჯარიმა – მაიამის “ინტერმა” არგენტინელის დუბლით გაიმარჯვა
MLS-ში კლუბების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება
მესი: ეს კლუბი “ბარსელონაში” “რეალზე” მეტად ეზიზღებათ
“შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს” – პეტიმ იამალზე ისაუბრა
“მცველის პოზიციაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა” – მასკერანო მესიზე
მსაჯი გაყინული თმითა და წარბებით – MLS-ის ისტორიაში ყველაზე ცივი მატჩი გაიმართა [VIDEO]
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
ბეკჰემის “ინტერმა” ზედიზედ 5 შეხვედრა წააგო, დევიდმა მხარი დაუჭირა