“ეს ტესტია თავად ევროპისთვის” – ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ლიეტუვის პარლამენტში

25 მარტს სეიმში, ლიეტუვის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, . მან ლიეტუვასა და ევროკავშირს მოუწოდა აქტიურობისაკენ, რათა შეინარჩუნონ კავშირები კავკასიის რეგიონთან და არ დაკარგონ სანდო მოკავშირე საქართველოს სახით.
“მე მოვედი არამხოლოდ მადლიერების გამო, არამედ რომ მოქმედებისკენ მოგიწოდოთ”, – თქვა გამოსვლის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა მეტი მხარდაჭერა უნდა გამოხატოს საქართველოში ახალი საპარლამენტო ს მიმართ.
ლიეტუვის პარლამენტში გამოსვლისას ის შეეხო კავკასიის გეოპოლიტიკურ როლს და აღნიშნა, რომ რეგიონში ძლიერდებიან და ჩინეთი. ამ ფონზე, მან ევროპას გააქტიურებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ განვითარებული მოვლენები “ტესტია ევროპისთვის”.
“აუცილებელია შავი ზღვის და კავკასიის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელიც ევროპისთვის უზრუნველყოფს გასასვლელს ცენტრალურ აზიაზე, გააძლიერებს ნატოს პოზიციებს და წინ აღუდგება რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის გაფართოებას”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
“ასეთ სტრატეგიას სჭირდება პარტნიორი, ერთადერთი შესაძლო პარტნიორი კი სტაბილური და დემოკრატიული საქართველოა, რომელიც წაახალისებს და მხარს დაუჭერს იმ გზას, რომელსაც ახლა ადგას მისი მეზობელი სომხეთი”.
ლიეტუვა პირველი ქვეყანაა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის გარდა, ის ვილნიუსში შეხვდა ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.