ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს

ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს
„გლობალურად რომ შევხედოთ, ამ ეტაპზე, საქართველოზე ძლიერი ზეწოლა არ არის, რომ ომში ჩაერთოს, მაგრამ ეს საფრთხე არ გამქრალა და დღითი დღე იზრდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს.
„უკრაინის ომი ჯერ არ დამთავრებულა და მის დამთავრებას პირიც არ უჩანს; ახლო აღმოსავლეთშიც, იმის ნაცვლად, რომ სამხედრო ესკალაცია შეამცირონ, პირიქით, ეს კონფლიქტი უფრო ფართოვდება და ახალ-ახალი მოთამაშეები ერთვებიან.
შესაბამისად, საქართველოს მიმართ ინტერესი, როგორც ტერიტორიისადმი და არა როგორც სახელმწიფოს მიმართ, სულ უფრო იზრდება. ასეთი არგუმენტებიც მომისმენია – ხომ იციან, რომ საქართველო წააგებს და რაში უნდა აწყობდეს ვინმეს მისი ომში ჩართვაო. ვის რაში აინტერესებს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე?! ეს ტერიტორია არის გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან საინტერესო, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს. სწორედ ეს აინტერესებთ. ახლანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას და სწორედ ამიტომ ცდილობენ მის შეცვლას ყველანაირი გზით.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში