ეს საქმე იქნება გაფრთხილება მათთვის, ვინ მომავალში დააპირებს ქვეყნის ღალატს – ნინო ფოჩხუა

სამართალი ურმით დადის, ადრე თუ გვიან ყველას მიადგება კარზეო, ნათქვამია და აი დადგა ის დღე, როცა საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მცდელობის და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხო ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისთვის დახმარების ფაქტებზე, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გამოძიების დაწყება ისტორიული გადაწყვეტილებაა და იმედოვნებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ყველა პირი დაისჯება. ამასთან, ექსპერტის განცხადებით, ეს საქმე გაფრთხილება იქნება ყველასთვის, ვინც მომავალში დააპირებს ქვეყნის ღალატს.
“სამართალი ურმით დადის, ადრე თუ გვიან ყველას მიადგება კარზეო, ნათქვამია და აი დადგა ის დღე, როცა საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მცდელობის და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხო ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისთვის დახმარების ფაქტებზე. ამ გამოძიებას საფუძვლად დაედო “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პროკურატურაში შეტანილი განცხადება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იკვეთება როგორც გარე, ისე შიდა აქტორებისგან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ერთობლიობა.
ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ანალოგი არ ჰქონია ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში.
იმედს ვიქონიებ, რომ ყველა, ვინც მოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პასუხს აგებს კანონის წინაშე.
ეს საქმე კი იქნება გაფრთხილება მათთვის, ვინ მომავალში დააპირებს ქვეყნის ღალატს.” – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იწყება, ლიბერალების მიერ თავს მოხვეული, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააზარალა, წარსულს ჩაბარდა

კეზერაშვილის ჯიბის ჟურნალისტები, რით განსხვავდებით მარიხუანას ” ბარიგებისგან”, ისინი თუ მხოლოდ ფინანსური სარგებლობისთვის ჰყიდიან, თქვენ ყველანაირი სიბინძურის “დისტრიბუციას” რომ ემსახურებით ვერ ატყობთ, რას დაემსგავსეთ, თქვენი “მამამთავარ-ბარიგა” კეზერაშვილის ხელში?!