„ეს საქართველოში რუსეთის ჩარევაა, ისევე, როგორც გვინახავს რუსეთის ჩარევა უკრაინაში“ – გრანტ შაპსი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში მეორედ ინიცირებულ რუსულ კანონს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს, მათთვის, ვინც მოვლენებს თვალყურს არ ადევნებდა, საქართველოში ს ჩარევაა
“ეს, მათთვის, ვინც მოვლენებს თვალყურს არ ადევნებდა, საქართველოში რუსეთის ჩარევაა, ისევე, როგორც გვინახავს რუსეთის ჩარევა ში, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული
პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გამოყენებით, სხვა ქვეყნებში იმგვარად, რომ ეს სამყაროსთვის კარგი არ არის, კარგი არ არის თავისუფლებისთვის ან დემოკრატიისთვის
ამიტომ, ჩვენ ვგმობთ ამ [რუსულ] გავლენას და ძალიანაც ვახალისებთ ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთიდან წამოსულ ამ გავლენას. მგონია, რომ ასე უნდა მოიქცნენ […] პუტინმა აჩვენა, ყოველ შემთხვევაში საქართველოში მაინც, რომ იგი სასიკეთო რამ არ არის მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის“ – აცხადებს გრანტ შაპსმა Sky News-თან ინტერვიუში