„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები მმართველი პარტიისთვის არაფერს ნიშნავს.
მდინარაძის თქმით, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მიიიღონ, რადგან ევროკავშირში „დიფ სტეიტის“ ძლიერი გავლენებია ჩარჩენილი.
„ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის ბოლო ვერსიით, „დიფ სტეიტი“ იგივე „გლობალური ომის პარტიაა“. “გლობალური ომის პარტია” არის “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.
„ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერ ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ ევრობიუროკრატებიდან, სადაც „დიფ სტეიტის“ გავლენებია ჩარჩენილი მძლავრად, იქნება ზეწოლა. უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს აღარ ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე. ევროპელებმაც, ამერიკელებმაც, ქართველებმა, მათ შორის, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე.
ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი, თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს, საით არის სიმართლე და ეს სანქციები რას ემსახურება. ვიდრე სიმართლე ხელის გულზე გამოვიდოდა, ასეთიი სანქციები მაშინ არ იყო საშიში, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა, დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა, ამ ყველაფრის მიუხედავად და დღეს, მით უმეტეს, ამის პრობლემა არ არის “,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ მდინარაძე.
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. მათ შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის მაღალჩინოსნები, დეპუტატები და ა.შ.
ყველაზე მეტი – 74 საქართველოს მოქალაქე ლიეტუვამ დაასანქცირა, შემდეგ მოდის ესტონეთი – 55 დასანქცირებულით, ბოლოს ლატვია – 16 დასანქცირებული.
ესტონეთს, მის მიერ დასანქიცრებულთა შორის არიან ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი, დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროის ირაკლი დგებუაძე და მოწმე პლიციელები. ასევე, პროევროპული აქციების განმავლობაში დაკავებული მოქალაქეების პროკურორები და მოსამართლეები. ესტონეთის მიერ სანქცირებულთა შორის არიან “ქართული ოცნებისა” და პრორუსული ძალადობირივ ჯგუფის, ალტ-ინფოს წევრებიც.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს დაასანქცირეს თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევებზე, ასევე ქართველი ხალხის რეპრესიებზე
