“ეს რიტორიკა ოპოზიციას საფრთხის ამრიდებლის რეპუტაციას ვერ უქმნის” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:
“მეორე ფრონტის” გახსნის “სახელისუფლებო” პროპაგანდის საწინააღმდეგო პასუხი ოპოზიციისგან იყო და დღემდე არის ევროკავშირის გარანტიის მოხმობა, რაც ვერც არჩევნებამდე და ვერც დღეს ვერ იქნება საკმარისი ბალანსი ამ პროპაგანდის წინააღმდეგ.
იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციას აეხსნა თავად რა გონივრულ და მართლაც პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამდა სგან საფრთხის წინააღმდეგ, რა მოდიფიცირებას გაუწევდა საკუთარ რიტორიკასაც და გადაწყვეტილებებსაც, რაც სგან თავდასხმის ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებდა, ოპოზიცია დღემდე ხელს იშვერს ევროკავშირისკენ, ან ამბობს რუსეთი ვერ გაბედავსო. ეს რიტორიკა კი ოპოზიციას საფრთხის ამრიდებლის და გონიერი პოტენციური მმართველის ელფერსა და რეპუტაციას ვერ უქმნის, რადგან საჭიროა კონკრეტული არგუმენტების ანუ პოტენციურ გადაწყვეტილებათა წყება, თავად როგორ დააბალანსებს რისკებს ნაცვლად იმისა იძახონ რუსეთს აღარ შეუძლია ან სხვა გვიხსნის. ზოგადად, ოპოზიციის მთელი რიტორიკა “თითის გაშვერის” რიტორიკაა, ოპოზიცია ყველგან იშვერს თავს, გარდა საკუთარი თავისა, რაც მის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს. “ქართული ოცნების” ტოტალიტარული პროპაგანდა ე.წ. “საკუთარ თავზე აღების” სტრატეგიაა, ოპოზიციისა კი გადამისამართების.
სანამ ოპოზიცია დღემდე არსებულ სტრატეგიას მიჰყვება და არ შეცვლის, მანამდე ისევ ტოტალიტარული ხელისუფლება ისარგებლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული