ეს რა ვნახე, რა უბედურება ხდება?! კონგრესში სხედან და საქართველოზე ზეპირ დანოსებს აკეთებენ – თეა ჯუღელი

კომუნისტების დროსაც კი, კრემლში, რომელიმე ქართველს ასე ღიად, ტელევიზიის თანდასწრებით, საქართველოზე და ქართველებზე რომ ელაპარაკა, გამორიცხული იყო რომ უკან ჩამოეშვა ვინმეს. კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირშიც კი! – ასე ეხმიანება ფეისბუქ-მომხმარებელი თეა ჯუღელი, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ვანო ჩხიკვაძისა და ნატალია საბანაძის გამოსვლას, სადაც MEGOBARI აქტი განიხილეს.
როგორც თეა ჯუღელი აღნიშნავს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების შემდეგ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, შესაბამისად, ამ ადამიანებს, ვინც კონგრესში საქართველოს დასმენით არის დაკავებული, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება არ უნდა გაუკვირდეთ.
“კომუნისტების დროსაც კი, კრემლში, რომელიმე ქართველს ასე ღიად, ტელევიზიის თანდასწრებით, საქართველოზე და ქართველებზე რომ ელაპარაკა, გამორიცხული იყო რომ უკან ჩამოეშვა ვინმეს. კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირშიც კი! ეს რა ვნახე, რა უბედურება ხდება, მეორედ მოსვლაა?! კონგრესში სხედან და საქართველოზე ზეპირ დანოსებს აკეთებენ. ამას წარმოვიდგენდით დამოუკიდებლობიდან ათწლეულების შემდეგ და ესენი ლაპარაკობენ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზე კანონი ვის აკადრეთო?” – წერს თეა ჯუღელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია