ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ? – ირინე ლომინაძე

ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ? – ირინე ლომინაძე
“ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ?” – მიმართავს ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით დოიაშვილს.
“როდის მერე გვინდა ჩვენ, ხელოვანებს, რომ ხელოვნება და ამ შემთხვევაში კულტურა იყოს პოლიტიკური? მახსოვს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა ასე ჩვენში და გვყოფდა მუდმივად. ამ ტრადიციას აგრძელებს ახლა დოიაშვილი და მისი “ახალი თეატრი”?!! ჩვენ ვერ გვხედავთ აქ? ვერ გვხედავთ და არ იცით, რომ მეტნი ვართ, ვისაც მტკივნეულად გვახსოვს, როგორ გვყოფდნენ და ვისაც ეს აღარ გვინდა? ხოდა მოდით, ნუ შევდივართ იმ საპარლამენტო პროცესში, რომელიც პოლიტიკურია.
და თუ შევალთ, მაშინ, მოგიწევთ ჩვენი აზრის მოსმენაც და ჩვენ უმრავლესობაში ვართ! ფულს რომ იღებ, კარგია და საიდან და რისთვის იღებ, ამ ინფორმაციის გასაჯაროება რა გახდა? რა გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური აზრი და მე ვერ გამოვიყენებ, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი (თუ ვიკადრე და ჩემს ქვეყანას ვაკადრე), ქუთაისის სახელმწიფო თეატრის სცენას პოლიტიკური მიზნებისთვის და ვერ ვაჩვენებ სამყაროს, თუ რა უმსგავსობებს ჩადიოდა ნაციონალები ხელისუფლებაში ყოფნისას??? მაგრამ არ ვიკადრებ და არ ვაკადრებ.
ამიტომ ჯობს, რომ დავრჩეთ ჩვენს პროფესიულ ველზე და ნუ დავიწყებთ ხელოვანებს შორის პოლიტიკურ კამათს, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ნაცების მობრუნებას ხელისუფლების სათავეში არასოდეს არ დავუშვებ სიცოცხლედაც რომ დამიჯდეს.”- წერს ირინე ლომინაძე.
შეგახსნებთ, 9 აპრილს, თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა დავით ბეშიტაშვილმა სპექტაკლი პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად გამოიყენა და თქვა, რომ კანონპროექტი, რომელიც უცხოური გამჭვირვალობას ეხება, არის რუსული.
იხილეთ ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ