“ეს პროტესტისთვის ძალიან კარგი შანსია” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
გახსოვთ ალბათ კანონის შეცვლის შემდეგ დიდი ენთუზიაზით დაწყებული ფეისბუქ სტატუსების გამო დაჯარიმების ტალღა. სად წავიდა ის ტალღა? ჩაიშხუილა და გაქრა. აღასრულეს ყველა ის კანონი რაც ბოლო ერთი წლის მანძილზე მიიღეს რეპრესიების გასაძლიერებლად? ვერა. იმიტომ რომ ამ ყველაფრის აღსრულებას რეალურად ათასობით პოლიციელი და ათასობით მოსამართლე ჭირდება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომ აი, როგორც კი გზას გადაკეტავენ ნიღბიანები ეგრევე იჭერ და 15 დღით ციხეში უშვებ მხოლოდ შემდეგს ნიშნავს:
1. ქოცს ისტერიკას მართებს პროტესტის თუნდაც მინიმალური გამოხატვა, იმიტომ რომ შერყეული და ლეგიტიმაცია გამოთხრილია. 2. ქოცს დაჭირდება ყოველ საღამოს მინიმუმ 1000 პოლიციელი, რომ ვინც კანონი დაარღვია და ნიღბით გადაკეტა რუსთაველი, იქვე დააკავოს და წაიყვანოს. მერე ათეულობით მოსამართლე, რომ ამ წაყვანილების საქმეები თუნდაც ფორმალურად განიხილოს და 15 დღიან პატიმრობაში გაუშვას. 3. ქოცს ოდნავ დემოკრატიულ გარემოშიც კი აღარ შეუძლია არსებობა. თუ ტოტალური კონტროლი და ჩახშობა ვერ შეძლო, უბრალოდ ვეღარ იარსებებს, და ამას თვითონვე აღიარებს. ეს პროტესტისთვის ძალიან კარგი შანსია, რომ რეჟიმს ნერვები დააწყვიტოს და მუდმივად არყიოს, თუ შეძლებს დაორგანიზებას და სწორად სტრუქტურირებას. 4. ქოცს ფეხებზე კიდია საკუთარი პოლიციელ–მოსამართლეები, რომლებსაც კანონში ცვლილებებით ახალ შარს კიდებს – ანუ პოლიციელებს აიძულებს ნამდვილ ძაღლებად იქცნენ და ყოველ საღამოს ინადირონ ხალხზე ფიზიკურად. მოსამართლეებმა კი კონვეიერული წესით უნდა ბეჭდონ განაჩენები. შედეგად იქნება მათი სამუდამო წყევლა–შეჩვენება ქვეყნის შიგნით და სანქციები ქვეყნის გარედან. ანუ ქოცის სისტემის ნაწილად ყოფნა უკვე იმდენად აუტანელი ხდება, რომ ესეც კიდევ უფრო შეარყევს რეჟიმს.
მოკლედ ეს არის. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.