“ეს “ნაპოლის” კატასტროფაა” – იტალიელმა ჟურნალისტმა გუნდის პრობლემაზე ისაუბრა

Il Mattino-ს საფეხბურთო მიმომხილველმა გვიდო ტრომბეტიმ რადიო Napoli Centrale-ს ეთერში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა:
“მე შეტევის ხაზის დიდი პროგრესი დავინახე. როგორც ჩანს, ოსიმენი და “კვარა” ისევ ფორმაში არიან. ნახევარმცველებს თავი არ შეურცხვენიათ, მაგრამ ქებაც ვერ დაიმსახურეს. მათ არც განსაკუთრებული უნარები გააჩნიათ და არც ნაკლი. რაც შეეხება დაცვას, ეს კატასტროფაა. რაჰმანი და ჟუან ჟეზუსი შეცდომებს უშვებენ. დაცვა გუნდის სერიოზული პრობლემაა. იანვარში ვინმე უნდა დაიმატონ, იქნებ ნახევარმცველიც. დიდი დილემის გადაჭრა მოუწევთ. ამის აუცილებლობაზე მაცარიმ გარკვევით ისაუბრა. ვერავინ იფიქრებდა, თუ კიმ მინ ჯეს წასვლის
შემდეგ მსგავსი რამ მოხდებოდა.
პოზიტიური მარიო რუის დაბრუნება იყო? ნუ გადავაჭარბებთ, მან კარგი შერბენა და პასი გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე ადვილ მეტოქეს არ ველოდით, რადგან პირველადგილოსნებს შორის ასეთი არაა. იქ ადვილი მატჩები არ არსებობს. თუ “ნაპოლი” ძველებურად ითამაშებს, “ბარსელონას” ოსიმენთან და “კვარასთან” დაკავშირებით დიდი პრობლემები ექნება. მაცარის მცველებთან ბევრი მუშაობა მოუწევს. “ბარსაზე” ძლიერი გუნდიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა”.