“ეს მოხდა ბალტიის ორივე საექსპორტო პორტზე უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად” – ფარჯიანი

11
დიპლომატი  ზურაბ ფარჯიანი:
რუსეთმა შეიძლება დიდად ვერ იხეიროს ნავთობზე ფასების ზრდით.
„როიტერსის“ ცნობით, უკრაინამ რუსეთის ნავთობის ექსპორტის სიმძლავრე სულ მცირე 40%-ით, ანუ 2 მილიონი ბარელით დღეში შეამცირა.
ეს მოხდა ბალტიის ორივე საექსპორტო პორტზე – პრიმორსკსა და უსტ-ლუგაზე უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად.
გარდა ამისა, გასათვალისწინებულია „დრუჟბას“ მილსადენით ექსპორტის შეჩერება, ნოვოროსიისკის გავლით გადაზიდვების შემცირება, კრასნოდარის ოლქის ტერიტორიაზე სატუმბ სადგურებზე დარტყმები და მურმანსკიდან ნავთობის გადამზიდავი ტანკერების ევროპული ქვეყნების მიერ დაკავება.
სურათზე – უკრაინული დრონების დარტყმის შედეგი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“