“ეს მიუთითებს, თუ რაზე სურს კრემლს წასვლა”– გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

გამთენიას რუსებმა დნიპროს ჰიდროელექტრო კაშხალს რამდენიმე ჰიპერბგრითი რაკეტა “კინჟალი” ესროლეს. დაბომბვის მიუხედავად კაშხალი მყარად დგას. მის აფეთქებასა და ნგრევას ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. თუმცა ტექნიკურად ეს ძალიან რთული იქნება, რადგან კაშხალი მასობრივი და დიდი მუხტის მქონე რაკეტების დაბომბვაზეა გათვლილი და მისი ნგრევა ადვილი არ იქნება. მაგრამ რუსეთის ქმედება მიუთითებს იმაზე, თუ რაზე სურს კრემლს წასვლა. ეს მხოლოდ სამხედრო-ტერორისტული კი არა საინფორმაციო აქტიცაა დასავლეთის შესაშინებლად. დროზე და ძალიან მყარად უნდა გაეცეს რუსეთს სათანადო პასუხი, რომ სახელმწიფოს მიერ მართული ტერორიზმი არ იქცეს ნორმად და სხვების მხრიდან მისაბაძად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ