“ეს კანონი რევოლუციის პრევენციაა, არ დავუშვათ უკრაინიზაცია” – კობახიძე

„შარშან ჩვენ მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ წელს არის აუცილებელი, ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე სწორედ იმისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენ არ დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, არ დავუშვათ იმ მოვლენების ხელახლა განვითარება, რაც ვიხილეთ 2020-2022 წლებში. საბოლოო ჯამში ეს კანონი დააზღვევს როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტს, ისე დონორებსაც. ამ შემთხვევაში, მოიკლებს ცდუნება იმისა, რომ დონორებმა დააფინანსონ არასწორი ქმედებები და თვითონ ორგანიზაციებმაც მათი დაფინანსებით განახორციელონ არასწორი ქმედებები – მაგალითად, წვლილი შეიტანონ პოლარიზაციაში, რადიკალიზაციაში, კიდევ ერთხელ, მესამედ სცადონ ამ რამდენიმე წელიწადში რევოლუციის მოწყობა, სცადონ ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია. გამჭვირვალობა არის ყველაფრის პრევენციის საუკეთესო საშუალება და ეს არის ძალიან კარგი დონორებისთვის“

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ