“ეს კანონი ემსახურება რუსული შავი სალაროს საქართველოში ტრანსფერს – ბიძინა ყიდის საქართველოს” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, , ეხმაურება ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვით პირს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები და ტვ პირველთან, ამბობს:
საქართველოსგან აკეთებენ ოფშორს, თან ოფშორს რისთვის და ვისთვის? მოვისმინე კომენტარები, რომ ეს კეთდება პერსონალურად სთვის. მე ვფიქრობ, ბევრად უფრო მძიმედ არის საქმე. რუსული, სანქცირებული, კრიმინალური, შავი სალარო დღეს შეშინებულია, ისინი ვეღარსად ნახულობენ ნავსაყუდელს, ეს კანონი, ჩემი აზრით, ემსახურება რუსული შავი სალაროს საქართველოში ტრანსფერს. ბიძინა რომ თავის პირად პრობლემებს გადაწყვეტს, ეს ერთია, გადაწყვიტოს, ჯანდაბას, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების თემა არ არის, მაგრამ ფაქტია, რუსული სალარო, რუსული აქტივები შემოვა. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება რუსეთს პირდება, – ჩვენ, ძმაო, ვაკონტროლებთ ყველაფერს და დაცული იქნება ეს რუსული, შავი სალარო საქართველოში, სასამართლო ჩვენია, დაგიცავთ, მურუსიძე ჩვენია, ფარცხალაძე ხომ დაიცვეს. რუსული ფული არის პუტინის პირადი სალარო, რომელიც მუშაობს ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, ჩვენ წინააღმდეგ. ნაყიდი ჰყავთ უკვე ორ შაურად ნახევარი ხელისუფლება, ამათ ხომ მორალი, ზნეობა არ აქვთ, რა პატრიოტიზმი, ორ შაურად გაყიდულები არიან, პატრიოტები, აი, აქ დგანან. ბიძინა ეუბნებოდა იმათ, მოიტათ თქვენი აქტივები, ისინი ეუბნებიან, მერე შენ გარანტიას გვაძლევ, რომ არაფერი შეიცვლება? ბიძინა იმით, რომ ბავშვებს ცემენ დღეს, ბავშვებს ასისხლიანებენ, ამით ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს, ყიდის ქვეყანას ფაქტობრივად, მთელი არმია ჰყავს გამყიდველების.