ეს იყო სულ, რაც ამოდენა თანამდებობის პირმა გააკეთა – ამირან სალუქვაძე პრეზიდენტზე

ამირან სალუქვაძე ფეისბუქზე წერს:
“სალომე ზურაბიშვილმა გუშინწინ ის პოსტი გააზიარა, სადაც ეწერა საგანძური აუქციონზე იყიდებაო.
ეს იყო სულ, რაც ამოდენა თანამდებობის პირმა გააკეთა. განა მიმართა მთავრობას ან მისი ახალი პოლიტიკური ქაქის მილიონერებს ზომების მისაღებად?!
ამ დროს ბიძინა ივანიშვილი უკვე აუქციონში მონაწილეობისთვის მზად იყო და გაცილებით დიდ თანხას გადაიხდიდა, კონკურენტი რომ გამოჩენილიყო. იყიდა და გადასცა სახელმწიფოს, როგორც ადრე უამრავი სხვა მატერიალური ღირებულება.
ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი, წესით, მადლობას უნდა უხდიდეს ქველმოქმედს (ვინც არ უნდა ყოფილიყო ის). ამის ნაცვლად, დიდ მიღებას მართავს თავის სასახლეში, ალბათ ბიუჯეტის ხარჯზე და აზიარებს მოქალაქის პოსტს, სადაც წერია, რომ მირჩევნია სახელმწიფომ თავად შეიძინოს ასეთი საგანძურებიო.
არც ზურაბიშვილმა და არც ამ პოსტის ავტორმა არ იციან, რომ მსოფლიოში მსგავსი საგანძურების სახელმწიფოსთვის გადაცემის მთავარი დონორები ზუსტად რომ ქველმოქმედი ადამიანები არიან.
ამიტომ გეუბნებით წლების მანძილზე, რომ ნუ აკრიტიკებთ ქველმოქმედებას, გამიჯნეთ პოლიტიკისგან და ნუ ესხმით მას თავს, შეისწავლეთ ეს ფენომენი და ყველანაირად წაახალისეთ. საზოგადოება და სახელმწიფო მოიგებს.
ისე, 7 საათში სულ რაღაც 13 კომენტარი რომ აქვს პრეზიდენტის პოსტს და ისიც ყველა უარყოფითი, ალბათ დიდ პოპულარობაზე მიუთითებს.” -წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს