“ეს იყო მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილება” – ბუტა რობაქიძის მამა ოქრუაშვილისა და ადეიშვილის განაჩენებზე

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ეხმაურება მისი შვილის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის გამოტანილ განაჩენს. რობაქიძის მშობლები უკმაყოფილოები არიან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით.
“ეს იყო საშინელი გადაწყვეტილება. ეს იყო მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილება […] ისეთ რამეს გაიგებენ, ჯერ რომ არ გაუგიათ, ამის პირობას გაძლევთ. ეს იყო სხვა გადაწყვეტილება, არ არის ის საქმე თქვენ, რომ გგონიათ, ეს არის ის საქმე, სადაც ჩემთვის მურუსიძის სასამართლო არსებობს”, – უთხრა TV პირველს სოსო რობაქიძემ
გუშინ, 19 ნოემბერს, ბუტა რობაქიძის საქმეზე 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. ამნისტიის საფუძველზე, მას 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა განესაზღვრა. რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, ის ამ საქმეზე გამართლდა.
პროკურატურა ორივე მათგანს ედავებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას.
გადაწყვეტილებას გუშინვე გამოეხმაურა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი. ის ითხოვს საქმის ფიგურანტი სხვა პირების, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის დასჯას.
“იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს”, – დაწერა მან.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება -ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო. მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფრო, ზურაბ მიქაძე, რომლებმაც საპატიმრო 2020 წელს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს.
ამავე თემაზე:
· ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7 წელი მიესაჯა