“ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, რომლის დასასრულიც ახლოს არ არის” – ნეთანიაჰუ უახლოეს დღეებში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებას აანონსებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება, – ამის შესახებ BBC წერს.
ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ “ჰამასს” გაანადგურებს და მძევლებს ისრაელში დააბრუნებს.
მისივე თქმით, ამ აზრსა და შემართებას იზიარებენ ღაზის ტერიტორიაზე მებრძოლი ისრაელელი ჯარისკაცებიც.
„ყველამ მხოლოდ ერთი რამ მთხოვა: არ გავჩერდეთ და ბოლომდე გავაგრძელოთ [ბრძოლა]. ასე რომ, ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელსაც უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, რომლის დასასრულიც ახლოს არ არის“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს