“ეს იქნება უკიდურესად საშიში, ისეთი რეპრესიები შეიძლება დაიწყოს…” – რუსეთის ინტერესები და ოცნების სახიფათო მანევრი – ბესელია

პოლიტიკოსი, , ხალხის ძალის პარტიად ოფიციალურ დაფუძნებას ეხმაურება და მედიასთან, ამბობს:
მმართველს პარტიას სჭირდება დამატებითი ძალები, ის მარტო, დამოუკიდებლად ვერ მოაგროვებს უმრავლეს მანდატს – ეს არის შეუძლებელი, ამიტომაც ცდილობს გაიჩინოს ხელოვნური მოკავშირეები, გაიყოს ხელოვნურად, იქნებ მოახერხოს. არ ვიცი, ბარიერს დაწევენ, თუ არა, ვეჭვობ, რომ არ დაწევენ ბარიერს. ეცდებიან მაშველი რგოლი გახდეს ეს სატელიტი პარტიები, ეს არის მათი ამოცანა. ძალიან სახიფათო სურათი ჩანს, დღეს ამ არჩევნებზე ს ინტერესები დაეჯახება საქართველოში პროქართულს, ევროკავშირის იდეა, ძირითადი ომი იქნება აქ გაჩაღებული. ამ სახიფათო მანევრირებას, რასაც ცდილობს დღეს მმართველი პარტია, უნდა დაუპირისპირდეს ყველა ის პროდასავლური ძალა, რომელიც ემზადება, რომ საქართველოს დაეხმაროს, იყოს დემოკრატიული, ცივილური სამყაროს ნაწილი. სუბარი იქნება თუ მაჭარაშვილი, აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ხალხი, რომელიც ახლა ძალიან ცუდ დავალებას ასრულებს. ამიტომაც არის ახლა საჭირო კონსოლიდირება. უნდა გაძლიერდეს ზეწოლა მაქსიმალურად, ყველა პარტია ამაზე უნდა ლაპარაკობდეს, რომ საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას ევროპის ყველა ქალაქებში, სადაც 50–ზე მეტი ამომრჩეველი ფიქსირდება. რა არის გამარჯვების ფორმულა? – ეს არის აქტიურობა, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს თავისი არჩევანი ცვლილების სასარგებლოდ – ამას ვერავითარი გაყალბება ვეღარ მოერევა, როგორც 2012 წელს შევძელით, მაქსიმალურმა აქტიურობამ გადაწონა გაყალბების ყველა საქემა, ზუსტად ასე უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, მრავალპარტიული, კოალიციური მმართველობა მივიღოთ. რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, ისეთივე მანიპულაციას მიმართავს ახლა მმართველი პარტია და ნუ დაგვავიწყდება, მეოთხე ვადით უნდათ ხელისუფლებაში დარჩენა და ეს იქნება უკიდურესად საშიში, ისეთი რეპრესიები შეიძლება დაიწყოს და ისეთი, უკიდურესად პრორუსული პოლიტიკა გატარდება ქვეყანაში, თუ არაფერი შეიცვლება, რომ ამ მართლაც გამოქვაბულიდან გამოსვლა ჩვენ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ