ეს ის ბიჭია, რომელსაც გერმანულ ორგანიზაცია მრავალი წელი ასაქმებდა – ფონ კრამონი პაპუაშვილზე

„ეს ის ბიჭია, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზაცია მრავალი წლის განმავლობაში ასაქმებდა საქართველოში კანონის უზენაესობის პროექტებზე“, – ამბობს გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე.
ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა ს დღეს, 3 აპრილს გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გააფრთხილა, რომ თუ ისინი “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ “რუსულ კანონს” “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ, მიკროფონს გაუთიშავს.
„როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ ს ინტერესებს? სამარცხვინოა! “, – წერს ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.
საპარლამენტო უმრავლესობა ისევ გეგმავს ე.წ. რუსული კანონი მიიღოს. თუმცა ამავე უმრავლესობის არაერთი დეპუტატი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, მიენიჭოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ ან თავად “უცხოური ძალის” სტატუსი.
ასეთ დეპუტატებს შორისაა შალვა პაპუაშვილი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) 17 წელი მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ადამიანები, რომლებსაც აქვთ დასავლური განათლება, თავს იმცირებენ, მარიონეტებად არიან ქცეული, ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ დიაგნოზია, რომ მწყობრში მიდიან უფსკრულისკენ