“ეს ისეთი ამბავია, ყველას რომ ჰგონია – მე არ მომივაო, მაგრამ ყველას შეიძლება მოუვიდეს”– ნიკა ქავთარაძე

ბევრჯერ მომიყოლია ეს ამბავი, რადგან ბაბუაჩემი მამიაც ხშირად მიყვებოდა – ხვდებოდა, რომ სერიოზულად არ მიმქონდა გულთან. თან ეს ისეთი ამბავია, ყველას რომ ჰგონია – მე არ მომივაო. მაგრამ ყველას შეიძლება მოუვიდეს, რადგან ადამიანის ბუნება არ იცვლება ეპოქების მიუხედავად.
ამბავი ახალგაზრდიბაში ბაბუაჩემი მამია კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად გავლენიანი იყო, მანქანა ემსახურებოდა ერთი მეორე. მისი ალალი ძმა შოთა კი ჩვეულებრივი ბუღალტერი იყო. ნათესავები, რომლებისთვისაც შოთა და მამია ზუსტად ერთი იყვნენ, ამის მიუხედავად, რამე დიდ სუფრაზე (ქორწილი, ნათლობა და სხვა) დასაპატიჟებელ წერილს შემდეგი ტექსტით აგზავნიდნენ: “ძვირფასო მამია, გთხოვთ გვეწვიოთ….” შოთას არც კი ახსენებდნენ. რაღაც დროის შემდეგ, მამიას და შოთას ცხოვრებაში რაღაცები შეიცვალა. მამიას მოუწია თანამდებობის დატოვება. თუმცა ამ დროს შოთა გახდა ზესტაფონის ქალაქვაჭრობის მთავარი ფინანსისტი. და რა მოხდა? იგივე ადამიანებმა მოსაწვევების ტექსტები შეცვალეს და ახლა უკვე ასეთი დაპატიჟება მოდიოდა: “ძვირფასო შოთა, გთხოვთ გვეწვიოთ….”
ასეთ ხალხში გვიწევს ცხოვრება დღესაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ