ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონფესიას და ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებს რაიმე პრობლემა შეექმნათ, პირიქით, თავის მხრივ, ისინიც ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას

ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონფესიას და ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებს რაიმე პრობლემა შეექმნათ, პირიქით, თავის მხრივ, ისინიც ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის როლის ასახვაზე და ამ ჩანაწერის სხვა ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებზე გავლენაზე ისაუბრა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კონსტიტუციაში ჩანაწერი განამტკიცებს ეკლესიის როლს, მაგრამ, ამავდროულად, სხვა ტრადიციულ რელიგიებს პრობლემა არ შეექმნებათ. მისივე თქმით, პირიქით – ტრადიციული რელიგიური მიმართულებები ასევე ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას და მათი როლიც უნდა მკაფიოდ უნდა იქნას ნახსენები.
„როდესაც არამხოლოდ წარსულში აღნიშნავს და აფასებს სახელმწიფო კონსტიტუციურად ეკლესიის როლს, არამედ, თანამედროვეობაშიც, ესეც განამტკიცებს ეკლესიის როლს და კონსტიტუციაში ამ ჩანაწერების გაკეთება ბუნებრივია, ერთი მხრივ იქნება საზოგადოების ლეგიტიმაცია, როდესაც ამას წინასწარ ვეტყვით ჩვენ და მაღალ შეფასებას, შესაბამისად, მაღალ მხარდაჭერას დაიმსახურებს „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივის გახმოვანებისათვის და მეორე მხრივ, მყარი გარანტია იმისა, რომ მარტივად თავდასხმებს ვეღარ გაბედავენ ეკლესიაზე. როდესაც სტატუსი კიდევ უფრო მაღალი იქნება რელიგიის, ეკლესიის – ბუნებრივია, სიმყარეც მეტი იქნება ამ მიმართულებისა. ახლა სპეკულაციური ძვრებია ამ მიმართულებით და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონფესიას და ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებებს რაიმე პრობლემა შეექმნათ.
პირიქით, ტრადიციული რელიგიური მიმართულებები თავის მხრივ, ასევე ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას. დიდი პატივისცემით ყველას მიმართ, მათი როლიც უნდა მკაფიოდ ვახსენოთ და განვსაზღვროთ. ისინიც – საქართველოში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიური მიმართულებები ხაზგასმით ვამბობ, ამყარებენ სახელმწიფოს იდენტობას და ტოლერანტობა ქართველისა და ქართული სახელმწიფოსი, ყოველთვის ამყარებდა სახელმწიფოს იდენტობას და განსაკუთრებული როლი შეჰქონდა ამ ყველაფერს, ქართულ ეკლესიასთან ერთად, ქართული, ეროვნული იდენტობის საქმეში“ – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრის ნაცვლად, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს