“ეს ეწერა რუბიოს წერილში, რომელიც ელჩმა ჩამოუტანა ივანიშვილს!” – კოტე კემულარია

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

ქართული სამთავრობო tv არხები, მოსკოვის გულშემატკივარი “ექსპერტები”, ორი დღეა
უხვად განმარტავენ გამოცემების axsios, Finansial Times, NBC News ინფორმაციებს იმის დასამტკიცებლად რომ, თითქოს: “ტრამპმა—პუტინის ჩაწოდებით—
დაამტკიცა ომის დასრულების რაღაც “საიდუმლო” გეგმა უკრაინის იტერესების წინააღმდეგ”…
ეს იყო კრემლის მონდომებით შეგდებული
გაზვიადებული ინფორმაცია—უიტკოფის მორიგ და რიგით “უ ტ ო პ ი უ რ” წინადადებებზე, მოსკოვის პირობებით, ში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ!!!
ასეთი ადვილად გასაშიფრი დეზინფორმაცია, კრემლის საგარეო დაზვერვის კრიტიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს…
მარკო რუბიომ, ვისაც კონსტიტუციით ევალება რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებზე მუშაობა, დღეს ოფიციალურად უპასუხა axsios და სხვა გამოცემებს, რომ, არავითარი ტრამპის მიერ დამტკიცება არ ყოფილა.. რუბიომ მკვეთრად გაუსვა ხაზი რომ:
“ამ საშინელი ომის დასრულების პირობებზე
მუშაობაში აუცილებლად ო რ ი ვ ე მხარე უნდა იყოს ჩართული!!!” მან ა რ ა რ ე ა ლ ი ს ტ უ რ ი
უწოდა მედიით გავრცელებულ ტექსტს და ყველას მოუწოდა ორმხრივ ფორმატში გააგრძელონ
პირობებზე შემდგომი მუშსობა!!!
ამ საკითხზე, რუბიოს პოზიციის იდენტური განცხადება გაკეთდა,
ასევე, თეთრი სახლის პრესცენტრის მიერ: “ში ომის დასრულების პირობებზე მედიით გავრცელებული ტექსტი არისო “სამუშაო ვერსია”—in flux…
ზელენსკი, ვისაც აშშ გენერალი ესტუმრა ამ
“სამუშაო ვერსიის” გასაცნობად, იყო ძალიან დიპლომატიური და კორექტული: “წავიკითხავთ,
გავაანალიზებთ და პასუხს გაახლებთო”!!!
სკანდალური ხასიათი ამ “ამბავს” შესძინა ამ “გეგმის” ავტორებთან ერთად -მედიაში-ჯარედ კუშნერის გვარის დასახელებამ, , უიტკოფის აქტიურობამ თურქეთში და ზელესკისთან მისი შეხვედრის გაუქმებამ… ასევე,
ტრამპთან ყველაზე დაახლოებული სენატორის—ლინდსი გრემის განცხადებამ: “სენატში არაფერი
ვიცოდით ამ “გ ე გ მ ა ზ ე ო”!!!
უკვე დროა, ივანიშვილი და თბილისის ოფიციოზი შეეშვას
უიტკოფის, ჯარედ კუშნერის და დაგვარი ფიგურების გავლენების გადაჭარბებით შეფასებას და “ჩაწყობებით” ამერიკასთან კონტაქტის აღდგენის ილუზიებს… ვაშინგტონში გადაწყვეტილებას — აშშ ინტერესების გათვალისწინებით- იღებენ
ინსტიტუტები… საგარეო საკითხებზე:
სახდეპი(რ უ ბ ი ო ) და კონგრესი!!!
“გამეორება ცოდნის დედაა”!!!
ამერიკა — ასევე ევროპა— თბილისთან ოფიციალურ კონტაქტს აღადგენს მხოლოდ მას შემდეგ რაც:
-რუსულიდან გადმოწერილი დრაკონული კანონები გაუქმდება;
-პოლიტპატიმრები დაუყონებლივ გათავისუფლდება;
-პარიტეტულ პრინციპზე შექმნილი დროებითი [ტექნიკური] მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელიც ჩაატარებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს!!!
ეს ჩემი მოსაზრება არ არის!!!
ეს ეწერა რუბიოს წერილში, რომელიც აშშ ელჩმა ჩამოუტანა ივანიშვილს!!!