„დაევალოს მოპასუხე შპს ფორმულას, დაევალოს შპს მთავარ არხს, ორი კვირის ვადაში გამოაქვეყნოს, გაავრცელოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც ცილისწამებაა, რომ – „გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობს და მთავარი ფიგურაა, ე.წ. ფულის ქურდობის, პირამიდა ქოლცენტრების საქმიანობაში”.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შამათავამ 2022 წლის 29 აპრილს გამოაცხადა, რითაც დააკმაყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი და დაადგინა, რომ ტელევიზიებმა სუსის ყოფილ უფროსს ცილი დასწამეს.
იგივე დაევალა ოპოზიციონერ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილსაც, რომელიც ბევრს საუბრობდა გრიგოლ ლილუაშვილისა და „ქოლცენტრების” კავშირზე.
სულ რამდენიმე თვეში კი 2022 წლის 30 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ „ფორმულას”, „მთავარი არხისა” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
იგივე გააკეთა უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 17 მაისს.
ლილუაშვილი მაშინ სადავოდ ხდიდა „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ ეთერში გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ. ქოლცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის, სავარაუდო ფიგურირებას უკავშირდებოდა.
დღეს დილით კი ის დააკავეს.
მთავარი პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის:
აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო”, – თქვა დღეს გვარაკიძემ.




