„უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოლოცვისთვის და გვერდში დგომისთვის. იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენგანს ძალიან ვაფასებ და არასდროს დამავიწყდება ის, რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ. არ ვიცი როგორ უნდა დაგიბრუნოთ ის, რასაც თქვენგან ამდენი ხნის განმავლობაში ვგრძნობ და ვხედავ. მადლობა. ვეფხია კასრაძესა და თემურ ქათამაძეს ვულოცავ დაბადების დღეს და მიხარია, რომ ამ ყველაფერმა ასეთი ღირსეული და წესიერი ადამიანები გამაცნო. ყველაფერი აუცილებლად ძალიან კარგად იქნება. თქვენს ოჯახებთან ერთად ბედნიერებას და ისეთ გარემოში ცხოვრებას გისურვებთ, როგორშიც ჩვენ ყველას ერთად გვინდა. ეს აუცილებლად ასეც იქნება“.




