ეს არ უნდა იკადროთ ხალხო – მამუკა მდინარაძე გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ეს არ უნდა იკადროთ ხალხო – მამუკა მდინარაძე გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე
საქართველოს პარლამენტში წინა წლის ბოლოს დაინიცირდა კანონი მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ. როგორც კი შიდა მსჯელობის დროს, ერთი ადამიანის მხრიდან კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალს, რომელიც არ არის ქორწინებაში, შეეძლოს თუ არა რომ ხელოვნური განაყოფიერებით შვილი ჰყავდეს, ჩემი უშუალო ინიციატივით, ამ საკითხის განხილვა საერთოდ გაჩერდა, იმდენად მხარს ვუჭერ ქალთა უფლებებს ამ მიმართულებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ჩანდა, თითქოს მდინარაძე ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილის ყოლის უფლებას ეწინააღმდეგებოდა.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულმა გამოცემამ დამახინჯებული ინფორმაცია გაავრცელა, ვინაიდან, მიეცა შესაძლებლობა, ვრცელი კომენტარიდან ბოლო ნაწილი მოეჭრა და მისი ნათქვამისთვის კონტექსტი შეეცვალა.
მისივე თქმით, არც ერთ ქალს არ უნდა ჩამოერთვას დედობის უფლება და ამ საკითხთან დაკავშირებით, პრობლემა არ უნდა შეექმნას.
„იყო ვრცელი საუბარი და საშუალება ჰქონდათ, მოეჭრათ ბოლო 20 წამში ნათქვამი და მოეტყუებინათ ქალები, თითქოს პირიქით იყო, არადა, გუშინაც ზუსტად ამ კონტექსტში ვილაპარაკე, დავიწყე იმით, რომ ასეთი საკითხი დადგა საკამათოდ და აქ საკამათო არაფერია, პათოსი ეს იყო.
რა თქმა უნდა, პრობლემა არ უნდა შეექმნას არც ერთ ქალს და რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამოერთვას მომავალი დედობის უფლება, თუნდაც ეს იყოს ხელოვნური განაყოფიერების გზით. ეს საკამათოდ დადგა და ერთმა ადამიანმა მსგავსი საკითხი გაახმოვანა თუ არა, საერთოდ გავაჩერეთ კანონპროექტი, წარმოიდგინეთ და მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი ამის. პირიქით, ანუ იმდენად ვუჭერდი ქალთა უფლებებს და სამომავლო დედობის უფლებას მხარს აი ამ კონტექსტშიც კი, რომ მხოლოდ ამ საკითხის ამგვარად დასმის გამო საერთოდ გაჩერდა განხილვა.
ადამიანი, რომელიც ამგვარად უჭერს ამ საკითხს მხარს, ეს შეგიძლიათ პირიქით დაატრიალოთ, ამაზე დიდი მავნებლობა „პუბლიკა“ იქნება თუ ვინც იქნება, არ არსებობს ბუნებაში. მე რამდენიმე ჩემმა მეგობარმა, კოლეგამ ჩამიგდო გუშინ, რომ პირიქით კონტექსტში იყო და ეს არ უნდა იკადროთ ხალხო. ხომ შეიძლებოდა, რომ ვიღაცას მოესმინა – არადა მოისმინეს, თავიდან ბოლომდე რა კონტექსტში იყო ნათქვამი გუშინაც ხომ ჩანდა? არა, რადგან ბოლო 30-მა წამმა საშუალება მისცა, მოჭრეს ის და პირიქით დაატრიალეს ეს ყველაფერი. ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, განსაკუთრებით ამ სფეროში.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით