ეს არის ძალაუფლების და ფინანსური აქტივების ვერ გაყოფის შედეგი, ახლა ეს ძალა ერთმანეთის ჭამაში გადაიღლება – ბექა ოდიშარია “ნაციონალურ მოძრაობაზე”

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირება არასერიოზული და კომიკურია მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ ნიკა მელია ელექტორატის მოზიდვას ვერ შეძლებს. პარტიაში მიმდინარე შიდაგანხეთქილება კი, სახელისუფლებო გუნდის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” საბოლოოდ ჩამოშლის.
“ეს არის კლასიკური ბოლშევიზმის და მენშევიზმის იდეოლოგიური დაპირისპირება, ეს არის ძალაუფლების და იმ ფინანსური აქტივების ვერ გაყოფის შედეგი. ახლა ეს ძალა ერთმანეთის ჭამაში გადაიღლება. საქართველო მათით დიდი ხანია გადაღლილია. ეს პროცესი არის ქართული პოლიტიკისთვის და ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო იმიტომ, რომ ბოროტი უნდა მოცილდეს გზიდან საკუთარ ქვეყანას,” – აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია