ეს არის ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის დემოკრატიაზე ზეწოლა, ეს არის გზავნილი იმისთვის, რომ საქართველოში არ ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის

ეს არის ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის დემოკრატიაზე ზეწოლა, ეს არის გზავნილი იმისთვის, რომ საქართველოში არ ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის
ქვეყნის შიდა საქმეებში მორიგი უხეში ჩარევა – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილს. მისი თქმით, ამ გზავნილის მიზანია, რომ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდეს.
„თითოეული მათგანის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია უნდა შეფასდეს დეზინფორმაციად. ეს არის ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის დემოკრატიაზე ზეწოლა, ეს არის გზავნილი იმისთვის, რომ საქართველოში არ ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიული პრინციპებით. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვემზადებით ამ არჩევნების დემოკრატიულად და ყველა წესის დაცვის ჩატარებისთვის და მიგვაჩნია, რომ ამ საიუბილეო არჩევნებს „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებით დაასრულებს“, – განაცხადა ბერაძემ.
Next: არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა