ეს არის უკრაინის გამარჯვება, ეს არის სრულიად ევროპის გამარჯვება – გამარჯვება, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, შთაგვაგონებს და გვაძლიერებს – ზელენსკი

“ეს არის უკრაინის გამარჯვება. ეს არის სრულიად ევროპის გამარჯვება. გამარჯვება, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, შთაგვაგონებს და გვაძლიერებს” – ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც შარლ მიშელმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ევროპულ საბჭოს დისტანციურად მიმართა, სადაც მოუწოდა არ დაეღალატებინათ უკრაინელი ერი, რომელსაც ევროპის სჯერა.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო