ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი – რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილზე

ნახევარი საათი ისაუბრა, უაზროდ და უშინაარსოდ. ვერც თავი გავიგეთ, რა უნდოდა და ვერც ბოლო, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის, ს ბრიფინგს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ერთი კვირაა ხელს არ აწერს ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება და მის საქციელს უპასუხისმგებლობის მაგალითს უწოდებს.
„ნახევარი საათი ისაუბრა, უაზროდ და უშინაარსოდ. ვერც თავი გავიგეთ, რა უნდოდა და ვერც ბოლო. ამ დროს, ამნისტიის კანონს ერთი კვირაა ხელს არ აწერს. კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება. ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი!“ – წერს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ