ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურში ორი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურს ესტუმრა და ორი სპორტული მოედნის მშენებლობა დაათვალიერა. დელეგატი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო სოფელში სპორტული მოედნების და მათ გარშემო რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროცესს, რაც ნასაგურის მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო. დელეგატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მსგავსი არაერთი პროექტი განხორციელდება სამგორში, თუმცა ამას სჭირდება ქვეყანაში მშვიდობა.
„ჩვენ ვხედავთ განუზომელ ზეწოლას როგორც შიდა ასევე გარე ძალების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის, სუვერენიტეტის დაკარგვის და ტრადიციების შელახვის მიზნით. ჩვენი სამშობლო მართლა განსაცდელშია, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, და დიდი უპირატესობით მოვიგოთ ეს არჩევნები! მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ მშვიდობით, ღირსებით და ერთიანობით შევალთ ევროპაში,“ – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ინფორმაციისთვის, სოფელ ნასაგურში მიმდინარეობს ორი სპორტული მოედნის მშენებლობა. ერთი იქნება ფეხბურთის, ხოლო მეორე – კალათბურთის მოედანი, რომელთა გარშემო 3 ჰექტრამდე სივრცეში მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რის დასრულების შემდეგაც სოფელს ორი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სპორტული მოედანი და კეთილმოწყობილი პარკი ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია