“ეს არის ოცნების კოშმარი” – გიორგი თავდგირიძე

თავდაცვის სამინისტროზ ყოფილი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ფარის“  თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
ერთდროულად აქტივისტები არიან ბათუმში, რუსთაველზე, თბილისის სასამართლოსთან, მთაწმინდაზე, ბახმაროში, დილის მარში, საღამოს მარში, პროტესტი, აქტიურობა ტელევიზიებით და სოცქსელებით და ეს ყველაფერი ზაფხულში. მძიმე შემოდგომა ემუქრება ცალკე რუსებს და ცალკე ივანიშვილს პერსონალურად. ეს არის ოცნების კოშმარი, პროტესტი გაცდა რუსთაველს. თვით ოპოზიციაშიც კი, გაჩნდენ პოლიტიკოსები, რომლებიც აქტიურობას ქადაგებენ.
ერთი პერიოდი, ოცნებამ მოახერხა პროტესტის დაჭაობება, მაგრამ მიიღო ის შედეგი, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა, პროტესტის ერთი კერის ( სადაც ბუჩქსაც კი ყური და თვალი აქვს ) ნაცვლად, მანევრისა და მოქნილობის შესაძლებლობის რამდენიმე ძლიერი საპროტესტო ჯგუფი ჩამოყალიბდა. პროტესტი მთლიანად განთავისუფლდა პოლიტიკოსების ტვირთისაგან და ოცნება ვეღარ გამოუშვებს ორთქლს, ვერ დაარეგულირებს პროტესტის მუხტს.
ოპოზიციას რაც შეეხება, ერთიანობა თქვენი ძლიერი მხარე არ არის, ერთმანეთის ლანძღვა და კვანტის დადება უკეთ გამოგდით, ამიტომ მაგ მიმართულებით უფრო დავიხვეწებოდი თქვენ ადგილას. თქვენი ჩხუბი უფრო ბუნებრივია, უფრო მისაღები, ვიდრე ყალბი სახეებით ერთიანობის დემონსტრირება.
ბიძინას კი ვუსურვებ მეტ ნატო-ს საქართველოში, უ-იმედობას და დამსხვრეული “ოცნების” კოშმარულ შემოდგომას.
ამ სამივე საქმეში ჩვენც დაგეხმარებით, ბეჯითად და მუყაითად.