ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს – ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე

ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს – ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე
„ეს არის საქართველოს დამორჩილების გეგმის ნაწილი და ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შემოტევა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის კომენტარისას. დეპუტატის თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია აჩვენებს საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას.
„ეს არის საქართველოს დამორჩილების გეგმის ნაწილი და ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შემოტევა, თუმცა ჩვენ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს დავიცავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს, გაყალბებულად გამოაცხადოს მაშინ, როდესაც დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს. ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება, ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა