„ეს არის მსოფლიოსთვის იმის მტკიცება, რომ ქართველები კობახიძეებს და პაპუაშვილებს იმსახურებენ, რადგან ხმას აძლევენ ან იტანენ მათ“ – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, :
„ზიანი, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელით გვაყენებს, განუზომლად დიდია, ვიდრე “უბრალოდ” ევროკავშირის და ნატოს კარების დაკეტვა და რუსეთის ვასალად ქცევა (რაც თავისთავად ისტორიული მასშტაბის დანაშაულია). ეს არის მსოფლიოსთვის იმის მტკიცება, რომ ქართველები ებს და პაპუაშვილებს იმსახურებენ, რადგან ხმას აძლევენ ან იტანენ მათ (რუსეთის მესიჯი მსოფლიოს – “დაიკიდეთ, ეგეთები არიან”). ეს არის 2003-2012 წლების ფენომენალური პროგრესის საჩვენებელი განულება – იმ პერიოდისა, როცა საქართველომ თავი დაიმკვიდრა მსოფლიო რუკაზე, როგორც წარმატებულმა, ამბიციურმა, რეგიონისთვის სამაგალითო ქვეყანამ. ეს არის რუსეთის ცინიკური რევანში ღირსეული საქართველოს იდეაზე – რევანში, რომლის შედეგებს თაობები მოიმკიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ოცნებად” წოდებულ ლაქას მალე ჩამოვირეცხავთ (რადგან ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც კი ყველას დარჩება ეჭვი, რომ აქ დემოკრატიის წარმატება დროებითი და შექცევადია). ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ყველა დამნაშავეა, ვინც ამაში მონაწილეობს, რა გინდ რა მიზეზითა თუ საბაბით.“